უკრაინაში მატარებლით გამგზავრების გეგმის ჩაშლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ისევ ავტობუსით შევიდეს
10-09-2017, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინაში მატარებლით გამგზავრების გეგმის ჩაშლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ისევ ავტობუსით შევიდეს, თუმცა უცნობია, რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტით აპირებს უკრაინაში შესვლას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უწინ განაცხადა, რომ მატარებელი, რომელშიც იგი მის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, პოლონეთიდან უკრაინაში გაემგზავრებოდა მას შემდეგ, რაც საქმეში ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ჩაერია, მატარებელი უკრაინის მიმართულებით არ გასულა.

 

 

მან თქვა, რომ ამ ქმედებით გამოჩნდა თუ როგორი „მხდალები“ არიან უკრაინის ხელისუფლებაში და მთავარი ამ პროცესებში არის უკრაინის პრეზიდენტი.

 


უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, რომელიც პოლონეთში, რკინიგზის სადგურზე სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა, უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართა, რომ მოეგვარებინა შექმნილი მდგომარეობა, თუმცა ტიმოშენკოს მიმართვას არავინ გამოხმაურებია. 

 

 

მიხეილ სააკაშვილმა თავისი გეგმა კვირა დილით შეცვალა და თქვა, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში ძველი მარშრუტით აღარ შევიდოდა და აღნიშნა, რომ ქალაქ ლვოვში მატარებლით ჩასვლას აპირებდა. ამის მიზეზად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ კრაკოვეცის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკები იყვნენ მობილიზებული და შესაძლოა იქ რაიმე პროვოკაცია მომხდარიყო.

 

 

„ასეული ტიტუშკაა შეკრებილი. იმისთვის, რომ არ თქვან, ჩვენ შევქმენით რაიმე პროვოკაცია, გავემგზავრები მატარებლით. მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა უკრაინაში მივდივარ, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში“, აღნიშნა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

 

 

იულია ტიმოშენკომ, რომელიც მატარებელში მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის უკანონო ბრძანების გაცემის გამო, მატარებელი მანამ არ გადაადგილდებოდა უკრაინის მიმართულებით, სანამ იქედან სააკაშვილი არ ჩავიდოდა. 

 

 

„მათ მატარებელში ადამიანები აიყვანეს მძევლად, ეს არის შანტაჟი. მე ტერორისტი ვარ, თუ ვინ ვარ, რა საშიშროებას წარმოავადგენ?“ განაცხადა სააკაშვილმა მატარებელში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

უფრო ადრე სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი საქართველოსთვის გადაცემა მოახდინოს, თუმცა მან მზადყოფნა „ამ სცენარისთვისაც“ გამოხატა.

 


„პოროშენკო თვლის რატომღაც, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა, ეს რაღაც ზედმეტი წარმოდგენა აქვს ჩემს თავზე, მაგრამ, ასე თვლის, ვინ ჩააგონა ეს თავში, ესეც არ ვიცი, მაგრამ... შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ისე, როგორც პოროშენკოს ეშინია, რაციონალურად მე ვერ ვხსნი ამას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის, ჩემი გეგმაა ძაან კონკრეტული - ჩასვლა და სასამართლოში ჩემი უფლებების დაცვა ექსცესების გარეშე, მაგრამ ვინაიდან ამდენი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, საზღვარი არ არის ქალაქი, სადღაც ტრიალ მინდორშია, ქალაქიდან ძალიან მოშორებულად, ტრიალ მინდორში რომ ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი მოვა... - წარმოიდგინეთ კიევში რომ ვიყო, რა მოხდებოდა, ლვოვში რომ ვიყო, რა მოხდებოდა და ამიტომ ამის ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ, ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მისი საქართველოსთვის გადაცემა მოხდეს, თუმცა აღნიშნა, რომ „ამ სცენარისთვისაც მზად არის“.

 


„გამორიცხულია, პოროშენკოს ამის თავი რომ ჰქონდეს, უკრაინაში რომ ვიყავი, მაშინ ჩამომართმევდა მოქალაქეობას. რა თქმა უნდა, მე ამ სცენარისთვისაც მზად ვარ - გამწარებისგან, შიშისგან ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს. მე ახლა ნამდვილად თავს არ ვიტყუებ, მაგრამ თავიდანვე რომ ეს გეგმა ჰქონოდა, არ დაელოდებოდა სანამ ამერიკაში წავიდოდი“, დასძინა სააკაშვილმა.

 

 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა კი უკრაინულ ტელეკომპანია 24-ს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს - შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი, რომლებიც გაუქმებულია. მისი თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს მიღებული აქვს დავალება, რომ მას აღნიშნული პასპორტები ჩამოართვას, რის შემდეგაც სააკაშვილს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გააბრუნებენ, საიდანაც მოვიდა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი