ფლორიდის შტატს ქარიშხალი „ირმა“ უკვე თავს დაატყდა და შტატის სამხრეთით მდგომარეობა უარესდება. აშშ-ის მედიის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შერიფის მოადგილე.
როგორც BBC იუწყება, მეოთხე კატეგორიის შტორმი, რომელსაც 209კმ/სთ სიჩქარის ქარი და კოკისპირული წვიმა ახლავს თან, დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე საათში გადაუვლის.

შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა განაცხადა, რომ იგი სწორედ დასავლეთ სანაპიროს გამო არის „ძალიან შეწუხებული“.
„ილოცეთ, ილოცეთ ყველასათვის ფლორიდაში“, განუცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა „Fox News Sunday“-ს.
3.4 მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შტატის მოსახლოების 30%-ის, 6.3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა და მაიამის ნაწილები წყლის ქვეშააა მოქცეული.

ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 4.6 მეტრამდე მიაღწიოს. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, კუნძულებზე დარჩენა „თითქმის თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნებოდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის გადაუდებელი დახმარების წინადადება მოიწონა. მან ქარიშხალი აღწერა, როგორც „დიდი მონსტრი“, შეაქო ფედერალური სააგენტოები, რომლებიც შტორმის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი და განაცხადა, რომ იგი „ძალიან მალე“ ჩავა შტატში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.