შესაძლებელია თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხილვა? იურისტი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ეს მოულოდნელობა არ იქნება, თუმცა მისი ვარაუდით, ამ დროისათვის სახელისუფლებო წრეებში ეს აზრი მომწიფებული არ არის. გელბახიანი „პირველ რადიოსთან“ სატელეფონო საუბარში ნოდარ ჯავახიშვილს საუკეთესო, მაღალი კომპეტენციის სახელმწიფო კადრს უწოდებს.
„ნოდარ ჯავახიშვილი საკმაოდ პრინციპული და აქტიური ადამიანია, როგორც სახელმწიფო კადრი ძალიან მაღალი კომპეტენციის არის და მე არ მინდა რომ ჯავახიშვილი ახალი დანიშნული, უცბად საპირწონე გახდეს საპრემიერო კანდიდატურას შორის და ამან რაიმე კონფლიქტი წარმოშვას მოქმედ პრემიერსა და მას შორის, თუმცა ვიტყოდი რომ ჯავახიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კადრია თუ ვინმე შეიძლება დასახელდეს. მოულოდნელობა არ იქნება, მაგრამ არამგონია რომ პარლამენტში, მთავრობაში იგივე მმართველ პოლიტიკურ ელიტაში ეს აზრი ჯერჯერობით ფეხმოკიდებული იყოს, თუმცა მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილს გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის და მასზე იქნება დამოკიდებული, თუმცა როგორც კადრი ძალიან მაღალი კომპეტენციის სახელმწიფო კადრი გახლავთ,“- განაცხადა ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.