მას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით გადაადგილების საშუალება არ მიეცა, იგი უკრაინის საზღვარს, „შეგინის“ პუნქტს, ავტობუსით მიადგა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებს აქვთ გადაკეტილი და იქ გადაადგილება ამ დროისთვის ყველასათვის შეზღუდულია.
სააკაშვილი, ტიმოშენკო და სხვა თანმხლები პირები, რომლებიც პოლონელმა მესაზღვრეებმა თავიანთ მხარეს უპრობლემოდ გაატარეს, უკვე მიადგნენ უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლის წარმომადგენელიც სააკაშვილს ჯერჯერობით საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს.

იულია ტიმოშენკო სასაზღვრო ძალების გენერალს, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უფროსს სთხოვს იმ პროცედურების განმარტებას, თუ რატომ ფერხდება მათი უკრაინის ტერიტორიაზე შეშვება, რაზეც გენერალმა უპასუხა, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მათ ვერ გაატარებდა, რადგან ტერიტორია დანაღმულია.
იულია ტიმოშენკომ გენერალს უთხრა, რომ ისინი თავად იღებენ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას. გენერალმა მათთვის საბოლოო პასუხის გაცემისთვის 10-15 წუთი მოითხოვა.
იულია ტიმოშენკო მოითხოვს წერილობითი დოკუმენტის წარდგენას, თუ ვინ გასცა საზღვრის ჩაკეტვის ბრძანება.
გენერალი ცოტა ხნის წინ იულია ტიმოშენკოსთან და დეპუტატებთან გამობრუნდა და მათ უთხრა, რომ დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები, რასაც დაახლოებით 2-3 საათი მაინც დასჭირდება და ამის შემდეგ იმ პირებს, რომელთაც კანონიერი უფლება ექნებათ უკრაინაში შესვლისა, გენერლის განცხადებით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი შეშვებულნი იქნებიან ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამის შემდეგ „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მდგომარეობა დაიძაბა. სააკაშვილმა გენერალს ყვირილი დაუწყო და უთხრა, რომ მას შემდეგ რაც პოროშენკო და „ბარიგები“ ხელისუფლებას ჩამოსცილდებიან, მისი მსგავსი „გაქსუებული“ გენერლები ციხეებში აღმოჩნდებიან, ხოლო ჯარისკაცებს მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ქონება, აგარაკები და ა.შ. მათ გადაეცემათ.
რამდენიმე წუთის წინ კი სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უკრაინის მხარეს იმყოფებოდნენ, გაარღვიეს მესაზღვრეთა კორდონები, მივიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.
როგორც ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მოვლენების ეპიცენტრიდან იტყობინება, სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გაიარეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, გაარღვიეს სამი კორდონი და შეუერთდნენ მათ მხარდამჭერებს, რომლებიც „შეგინის“ პუნქტთან, უკრაინის მხარეს ელოდებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.