უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა პროკურატურას მიმართა და მოითხოვს სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის „უკანონო გადაკვეთაზე“ რეაგირება მოახდინოს
10-09-2017, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა უკრაინულ სააგენტო „უნიანს“ განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.

 


„ადამიანთა ჯგუფმა, რომელთა შორისაც ამისათვის მომზადებული ხალხი იყო, გაარღვიეს სასაზღვრო პუნქტი „შეგინი“, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეიჭრნენ პოლონეთის ტერიტორიაზე, ხელი ჩაავლეს მიხეილ სააკაშვილს, წამოიწყეს ჩხუბი მესაზღვრეებთან და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს“, განაცხადა სლობოდიანმა და დაამატა:

 


„მან [სააკაშვილმა] პირთა ჯგუფთან ერთად, რომელიც მას აცილებდა, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, რადგანაც არავითარი საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი მათ არ გაუვლიათ“.

 


„უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბრისას კი სლობოდიანმა განაცხადა, რომ სასაზღვრო სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. „აქ მთელი რიგი დარღვევებია. ახლა ჩვენი ამოცანაა დავაფიქსიროთ ყველა ეს დარღვევა ცხელ კვალზე და გადავცეთ ის პროკურატურას... ეს არის უკანონო გარღვევა სარეჟიმო ობიექტზე, პოლონურ მხარესთან საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ასევე სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებისთვის სხეულის დაზიანება“, განაცხადა მან და დასძინა, რომ მასალების მომზადებას „გარკვეული დრო დასჭირდება“ და დოკუმენტები არა მარტო სააკაშვილს შეეხება, არამედ მათაც, ვინც მას საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.

 

კომენტარები: 1
#1   david davidov
      
ახია მათზე, პოროშენკო მეტის ღირსია, მიშა პუტინის აგენტია, კიდევ ერთი მაიდანი და უკრაინა დაიშლება, კიევი რუსეთს დარჩება, ლვოვი დასავლეთს.
10 სექტემბერი 2017 21:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი