მესტიის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ჩაატარა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ერთობლივი აქცია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამინისტრომ ანალოგიური ღონისძიება ჭუბერშიც ჩაატარა.
„ერთობლივი სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი (ეკგ აპარატით), ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, უროლოგი.
საჭიროების მიხედვით ჩატარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები (ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), გლუკოზის დონისა და ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში, ასევე C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა.
სამედიცინო ჩვენებებით აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე მოსახლეობაზე მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ გაიცა.
უფასო სამედიცინო აქციით მესტიის ამბოლატორიულ საავადმყოფოში სულ ისარგებლა 205–მა ადამიანმა", აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.