პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოსა და უკრაინის ყველა პატრიოტს, გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს", აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი.
მისივე განცხადებით, „ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში".
„დღეს საქართველოს ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც იწოდებიან საქართველოს ხელისუფლებად და რეალურად არიან ივანიშვილის მოჯამაგირეები, აქვთ ორი არჩევანი - ერთი, რომ მოიქცნენ ისე, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, ისე, როგორც იქცეოდა თავის დროზე საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, რომელიც არად დაგიდევდათ ევროსასამართოს გადაწყვეტილებებს ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ; მეორე - დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მესამე - მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება," განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.