ორფოლოს პოლიგონზე, „Agile Spirit 2017"-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებას, რომელზეც სწავლებაში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები, სტუდენტები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.