საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიტვის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟიგიმანტას პავილიონისი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე საუბრისას, ლიტვურმა მხარემ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის დახმარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
ლიტველმა დეპუტატებმა ისაუბრეს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ლიტვის გამოცდილებაზე, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტსა და მის მნიშვნელობაზე.
ასევე აღინიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის გარდა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს საშუალოვადიანი მიზნები.
„ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრთა განცხადებით, ლიტვა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებთან ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს ის ძირითადი რეფორმები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ და მეგობარი ქვეყნებისთვის ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ერთობლივ ვიზიტებსა და საპარლამენტო ფორმატებში დინამიურ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ", აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. ჩვენი პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის გეგმას მოამზადებს“, აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედიმინას კირკილასმა.
„ტრადიციულად, ლიტვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, მით უმეტეს, ჩვენი ევროპული მისწრაფებების გზაზე. ისინი ჩვენი ოფიციალური და არაოფიციალური ლობები არიან და იყენებენ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ წარმოაჩინონ საქართველოს მიღწევები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, მოხარულები ვართ თბილისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან დელეგაციას, რომელიც შედგება ორი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან, ყოფილი ამერიკის ელჩისგან და ლიტვის პარლამენტის სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებისგან. ჩვენ ველით, რომ ლიტვა კვლავ დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რუპორად ევროატლანტიკურ სივრცეში", განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ.
შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.