იმედი მაქვს, ეს ბატონი [მიხეილ სააკაშვილი] ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
პოროშენკოს თქმით, საზღვრის დამრღვევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
„ინციდენტი, რომელიც გუშინ უკრაინის საზღვარზე, „შეგინის" გამშვებ პუნქტთან მოხდა, არანაირ პოლიტიკურ კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ უნდა გავაკეთოთ კომენტარი სამართლებრივი კუთხით. 26 ივლისს გამოვეცი ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო-საემიგრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც გაყალბებული ინფორმაციის ფაქტები იყო წარმოდგენილი, მიხეილ სააკაშვილს შეუჩერდა უკრაინის მოქალაქეობა. პრეზიდენტს ასეთ დროს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ყველა ქვეყანაში პირს აქვს უფლება, გაასაჩივროს სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი. მე, როგორც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. თვენახევარი გავიდა, მაგრამ სასამართლოსთვის არავის მიუმართავს, ამის ნაცვლად, ჩადენლია დანაშაული. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არღვევს საზღვარს - მებრძოლები აღმოსავლეთით თუ პოლიტიკანები დასავლეთით. უნდა დაეკისროს მკაფიო სამართლებრივი და იურიდიული პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ეს ბატონი ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა“, განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.