ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ
24-04-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, სახელმწიფოსგან 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

 
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 
“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ვეტერანებს მიეცემათ 1000-ლარიანი დახმარება. საქართველოში დღეისთვის გვყავს ომის 1800 მონაწილე და 500 მოქალაქე, რომელსაც მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ კონკრეტული ინიციატივისთვის 2 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს.


როგორც ცნობილია, შარშან ომის ვეტერანებისთვის 400 ლარი გამოვყავით, მარჩენალდაკარგულებისთვის კი _ 200 ლარი, მაშინ, როდესაც წინა წლებში ომში მონაწილეებს მხოლოდ 200-ლარიანი დახმარება ეძლეოდათ. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რამდენად დიდია განსხვავება და რამდენად ვაფასებთ მათ წვლილს ამ დიდი გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, ამით მათი ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ ვფიქრობთ, მიეცემათ შესაძლებლობა, ფაშიზზმე გამარჯვების 70 წლისთავს ღირსეულად შეხვდნენ”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი