საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ავტობუსში ჩხრეკისას პასპორტი მოპარეს.
განცხადება ამის თაობაზე სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სააკაშვილი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მან სიცრუე უწოდა მათ და განაცხადა, რომ ხალხმა თავად აიყვანა ხელში და საზღვარზე გადაიყვანა.
„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით, პოლონელებმა ჩაარტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში, არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საემიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე. მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში,“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.