თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
გამგეობის ცნობით, სახალხო მწერლის იუბილეს აღსანიშნავად, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში მწერლის თანასოფლელები, შთამომავლები და სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა.
„მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ, მწერლის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ლალი ღვინეფაძემ, სოფ. ზედა სიმონეთის დავით კლდიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ვაჟთა ჯგუფის „მასპინძელოს“ მუსიკალური ნომრების თანხლებით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების კულტურისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის დირექტორი სოსო დევიძე თანამშრომლებთან ერთად", აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.