რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობიდან მიდის. გიორგი ამაშუკელმა ახალ მინისტრს უთხრა, რომ დასვენება გადაწყვიტა და აქედან გამომდინარე ნოდარ ჯავახიშვილი მისი განცხადების დაკმაყოფილებას აპირებს. ამის თაობაზე ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პირადად მას არანაირი საკადრო გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არ აქვს, მაგრამ მსგავსი შემთხვევებიდან გამომდინარე, "ეს შეიძლება ავტომატურ რეჟიმში მოხდეს".
"არანაირი საკადრო გადაწყვეტილება მე თვითონ დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ავტომატურ რეჟიმში. მაგალითად, გუშინ პირველმა მოადგილემ ბოდიშის მოხდით განმიცხადა, ცოტა ხნით უნდა დავისვენოო. შესაბამისად, უნდა მივიღო ახალი გადაწყვეტილება, თუმცა არანაირი რევოლუცია არ მოხდება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება მისი პირველი მოადგილე და განმარტა, რომ უწყებაში "გამზადებული გუნდით არ მისულა".
ნოდარ ჯავახიშვილი უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.