შეიარაღებულმა მამაკაცმა დალასში შვიდი ადამიანი სახლში მოკლა, მოგვიანებით თავად დამნაშავე პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო სროლების დროს დაჭრილი ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც BBC იუწყება, პოლიციის წარმომადგენელმა, დევიდ ტილიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ოფიცერს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მისი ლიკვიდირება მოხდა, ოფიცერს დაზიანება არ მიუღია.
ჯერჯერობით უცნობია გარეუბან პლანოში მომხდარი ინციდენტის მიზეზი ან იცნობდა თუ არა მკვლელი მის მსხვერპლთ. „ჩვენ ვცდილობთ საერთო სურათის აღდგენას“, განაცხადა ტილიმ.
ადგილობრივი „დალას ნიუსის“ ცნობით, თავდასხმისას შვიდი ადამიანი „დალასელი კოვბოების“ (ამერიკული ფეხბურთის გუნდი) მატჩს ადევნებდა თვალს.
მეზობლის თქმით, გარდაცვალებულთა სახლში თამაშის ყურების პარალელურად ერთგვარი წვეულება იყო, სადაც მეგობრები ერთობოდნენ.
პოლიციას არც თავდამსხმელის და არც დაღუპულთა ვიანობა არ დაუსახელებია, თუმცა როგორც ითქვა, ყველა მათგანი ზრდასრულია. ორი გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.