გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც ფხენიანის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები იზღუდება. შესაბამისი რეზოლუცია 2375 ნიუ იორკში ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს საათებში ერთსულოვნად მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები იქნება დაწესებული ჩრდილოეთ კორეის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე. შეზღუდვა განისაზღვრა ასევე ნედლი ნავთობის მიწოდებაზე - მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 12 თვის მაჩვენებლებს. ჩრდილოეთ კორეა ვერ შეძლებს თხევადი ბუნებრივი აირის ყიდვას და საფეიქრო პროდუქციის გაყიდვას.
რეზოლუციაში აღნიშნულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მზადყოფნა „ექვსი მხარის მოლაპარაკებების მხარდაჭერისა“ და განახლების შესახებ. უშიშროების საბჭო ასევე მიესალმება სახელმწიფოთა ძალისხმევას „ხელი შეუწყოს მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დიალოგს, რომლის მეშვეობითაც უნდა იქნეს საკითხი გადაწყვეტილი“.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, დოკუმენტი ამგვარი რედაქციით შეერთებული შტატების დელეგაციამ მხოლოდ კვირა საღამოს გაავრცელა. აშშ თავდაპირველად ფხენიანის მიმართ გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდა, რაც სრული სანავთობო ემბარგოს დაწესებას და ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიმართ სანქციებს ითვალისწინებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.