თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თურქული მედია იტყობინება, რომ შემთხვევა 10 სექტემბერს ტურისტულ ქალაქ დერმეში მოხდა.
51 წლის ქალბატონს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
თურქეთის პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მან განაცხადა, რომ მოკლულ ქალბატონს იცნობდა, მკვლელობის მიზეზი კი ფულს უკავშირდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.