საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტად სომხეთს ეწვია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მის სომეხ კოლეგას ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის.
საგარეო უწყების ხელმძღვანელები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა მ. წ. სექტემბერში, საქართველოში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის დაგეგმილი ვიზიტი.
„შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. ამ მხრივ, პოზიტიურად შეფასდა მ.წ. ივნისში სომხეთში გამართული ბიზნეს ფორუმი, რაც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც გამოიხატა ქართველი და სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით საზაფხულო ბანაკებში საქართველოსა და სომხეთში.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.