საფრანგეთის პოლიცია იმ ანტისემიტური დანაშაულებრივი დაჯგუფების პოვნას ცდილობს, რომელმაც ებრაული ოჯახი პარიზის გარეუბანში თავიანთ სახლში მძევლად აიყვანა და გაძარცვა.
როგორც BBC იუწყება, ადვოკატმა განაცხადა, რომ ებრაელთა თემის ლიდერი, 78 წლის როჯერ პინტო, მისი ცოლი და ვაჟი სცემეს და ძვირფასეულობა, ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები მოპარეს.

ადვოკატმა ერთ-ერთი მძარცველის სიტყვები გაიმეორა: „თქვენ ებრაელები ხართ, ასე რომ, სადაა ფული?“
პარიზის ამ გარეუბან სენა-სეინტ-დენისში ადრე სხვა ანტისემიტური თავდასხმებიც მომხდარა.
პინტო ლიდერობს გუნდს, სახელად „სიონა“, რომელიც „ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვისთვის იბრძვის“.
სამმა თავდამსხმელმა, რომლებიც განცალკევებით მდებარე სახლში შეიჭრნენ, ელექტროენერგია გადაჭრეს და პინტოს ვაჟი მძევლად აიყვანეს.
თავდამსხმელებმა პინტო და მისი ცოლი დააბეს და სცემეს. როდესაც პინტომ პოლიციასთან დარეკვა მოახერხა, მძარცველებმა სახლი დატოვეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ კოლომბმა განაცხადა: „როგორც ჩანს, ამ ლაჩრული ქმედების მოტივაცია პირდაპირ კავშირშია რელიგიასთან“.
გასულ წლებში პარიზში ებრაელებს არაერთხელ დაესხნენ თავს:
• სარა ჰალიმი, 65 წლის ებრაელი, თავის ბინაში მუსლიმმა მეზობელმა მოკლა.
• თებერვალში ორი ებრაელი ძმა დაჭრეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენს.
• 2015 წლის იანვარში ისლამისტმა მკვლელმა ოთხი ადამიანი მოკლა ებრაულ სუპერმარკეტში პარიზში თავდასხმების დროს.
• 2014 წლის დეკემბერში სამი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა ებრაელთა სახლში, დააბეს ახალგაზრდა მამაკაცის და მისი შეყვარებული გოგონა, რომელიც გააუპატიურეს. ოჯახის ადვოკატის თქმით, ერთ-ერთმა მძარცველმა თქვა: „თქვენ, ებრაელებს, ფული გაქვთ“.
• 2006 წლის იანვარში 23 წლის ილან ჰალიმი გაიტაცეს და აწამეს და სასიკვდილოდ დატოვეს საინტე-ჟენევივ-დეს-ბოისის სადგურთან. შეიარაღებული ჯგუფის ლიდერს 2009 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.