საქართველოს პრეზიდენტმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრა გამართა
12-09-2017, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრა გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის, სავალუტო ფონდის პროგრამის, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს და ქვეყანაში ეროვნული ბანკის საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სავალუტო ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა, რადგან მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდბული სახელწიფოს თანამშრომლობა სხვა დონორებთან. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე. ამავდროულად, ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ღინიშნა, რომ აღარ უნდა განმეორედს ისეთი ტიპის შეცდომები, როდესაც ეროვნული ბანკის ორ ნაწილად ხელოვნურად გაყოფა ხდებოდა. საბედნიეროდ, მსგავსი ტიპის მოვლენები შეჩერებულია, ვინაიდან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გზაზე“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

 


შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი