მზად ვარ, გავიარო ყველანაირი პროცედურა, არ არსებობს არანაირო გარემოება რომ დავარღვიე კანონი, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან პრესკონფერენციის შემდეგ სასაზღვრო პროცედურები გაიარა, მანამდე კი, განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„პირველი წუთებიდან, როცა ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა.
მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლვოვში, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პოლიციელები და მესაზღვრეები დილით, 07:00 საათზე მივიდნენ.
მესაზღვრეები განმარტავდნენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.