საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა საფეხბურთო სკოლის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საფეხბურთო სკოლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბაზის მშენებლობა 804 000 ლარით დააფინანსა, შენობის გადახურვის სამუშაოები კი ადგილობრივი ბიუჯეტით 183 817 ლარით დაფინანსდა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი. მისი ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.