საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლის“ წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით, საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
აღნიშნულის შესახებ უკრაინული 24-ე არხი იტყობინება.
მანამდე კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.
„ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ კანონის დარღვევაა“, აღნიშნა მან.
პოლიციელები და მესაზღვრეები ლვოვში, სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, დილით, 07:00 საათზე მივიდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.