შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკშვილმა ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არ გამაჩნია პირადი კონფლიქტი პრეზიდენტ პოროშენკოსთან. არ ვაფასებ პრემიერ გროისმანს და ის ჩემი დამსახურებით არის პრემიერი. იმიტომ, რომ სწორად მოვიქეცი, როდესაც მოხსნეს თანამდებობიდან იაცენუკი და შემდეგ ის დანიშნეს. ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩემი დამსახურებით სხედან ამ სავარძლებში და ითხოვენ ჩემს დაპატიმრებას. არანაირი კონფლიქტი გროისმანთან არ გამაჩნია, ასევე არ გამაჩნია კონფლიქტი ავაკოვთან, მაგრამ გამაჩნია კონფლიქტი ამ სისტემასთან. ამიტომ მოვაგროვებ ყველა ამ ფაქტს და ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ დამკითხონ, შეუძლიათ შემაფერხონ, მაგრამ არ მეშინია.... უკვე ვერაფერი გამაჩერებს. ის პირები რომლებიც ცდილობენ, რომ მოახდინონ ჩემი იზოლირება, მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩემთან შეხვედრის. აუცილებლად ჩავალ კიევში უახლოეს დღეებში ან კვირეების განმავლობაში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დაიწყებს შეხვედრებს რეგიონებში, შეხვდება ხალხს და შეკრებს იმ პრობლემებს, რომელიც მათ აწუხებს.
„დღეს გავემგზავრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში. ვაპირებ შევაგროვო ხალხის მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას, გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას", განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე და დასძინა: „ჩემი მიზანი უკრაინის პრეზიდენტობა ან პრემიერობა არ არის, ჩემი მიზანია უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.