11 სექტემბერს კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში გამორჩეულად დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 150-მდე რაკეტა გაისროლა.
აღნიშნულ ინფორმაციას სსსტც „დელტა“ ავრცელებს.
„სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 11 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტებში 3100 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე მასშტაბური ფრონტალური და შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა.
გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან 11 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 40 მმ იყო. ღრუბლის მასებმა რეგიონში უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა და ეტაპობრივად მოიცვა ზემოთაღნიშნული ექვსი მუნიციპალიტეტი ამას თან დაერთო ადგილობრივად წარმოქმნილი შიდამასიური ღრუბლის კერები და ძლიერი ქარი.
18:47 საათიდან 23:08 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. ღრუბლის მასების დასახლებლი პუნქტების თავზე გადაადგილების გამო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დამუშავება რაკეტის სროლისათვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში განხორციელდა.
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შედეგად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელი დიდი რაოდენობის მყარი ნალექის (სეტყვა) ჩამოცლა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა შემცირებული და თელავის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებსი ძირითადად დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა. ნალექის დიდი ნაწილი კი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.