პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი საკუთარ საარჩევნო პროგრამას მუნციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას აცნობს.
სოფელ ციხესულორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მან ის პრობლემები მოისმინა, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ და მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის ბოლოს, სოფლის შიდა გზების აღდგენა მთლიანად დასრულდება, ხოლო ცალკეულ ადგილებში, საჭიროების შემთხვევაში, ბეტონის საფარი დაიგება.
„მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა სოფელ სულორის მოსახლეობასაც გააცნო და აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სახნავას უბანში, ბეტონისსაფარიანი გზა დაიგება. ასევე, გადაიჭრება სასმელი წყლის პრობლემა.
სოფელ ძულუხის მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი თემა კი, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გაზიფიცირების საკითხი იყო.
შეხვედრების ბოლოს, ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობას შეკრებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, ნათქვამია ვანის მერობის კანდიდატის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.