საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მცირე კომენტარი გააკეთა.
მისი შეფასებით, სააკაშვილი „პოლიტიკური წარსულია".
„ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, სჯობს ამაზე იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომელსაც ეს ხელეწიფებათ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.