ბრიტანელი ჯარისკაცები ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრობისა და ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს
12-09-2017, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი მამაკაცი, მათ შორის ორი ბრიტანელი ჯარისკაცი აკრძალული ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრობისთვის დააპატიმრეს.

 


როგორც BBC იუწყება, 22 წლის ალექსანდერ დიკინს, 32 წლის მიკო ვევილაინენს და 24 წლის მარკ ბარეტს ბრალად აკრძალული ჯგუფის წევრობა ედება.

 


ეს არის პირველი ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წელს აკრძალა.

 


დაკავებულები 5 სექტემბერს დაპატიმრებულ ხუთ ადამიანს შორის არიან. დანარჩენი ორი სასჯელის მისჯის გარეშე გაათავისუფლეს.

 


დაკავებულები ვესტმინისტერის სასამართლოში სამშაბათს წარსდგებიან.

 


ჩრდილოეთ მიდლენდის პოლიციამ განაცხადა, რომ „დაკავებები წინასწარ იყო დაგეგმილი და მას წინ უძღოდა სადაზვერვო საქმიანობა“.

 


დიკინს ტერორიზმის აქტის 2000-ის 58-ე სექციის მიხედვით ორი ბრალდება წარედგინა - რაც გულისხმობს ისეთი დოკუმენტების ქონას, რომელიც სასარგებლოა იმ პირისთვის, ვინც ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავს.

 


ვევილაინენს ასევე ტერორისტული აქტის 2000-ის მიხედვით წარედგინა ბრალდება და მასაც იმ დოკუმენტების ქონას ედავებიან, რომელიც სასარგებლოა იმ პირისთვის, ვინც ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავს.

 


გარდა ამისა, მას ბრალად ედება იარაღის - პილპილის შესასხურებლის ქონა.

 


32 წლის მამაკაცს ასევე საზოგადოებისთვის მუქარის შემცველი, ონლაინ სივრცეში იმგვარი სალანძღავი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების გამოქვეყნებისთვისაც აქვს ბრალი წარდგენილი, რომელიც რასობრივი სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი