კახა კალაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
24-04-2015, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ავრცელებს.


"გვსურს, მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა. ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს, დაახლოებით, 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი. მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული არც ერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში - ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული. ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში.


შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟიოტაჟის საფუძველი", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი