საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება, შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის განვითარებაზე და გაღრმავებაზე, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ლიტვის მიერ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დახმარების გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მეგობარი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა და რუსული ოკუპაციის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.