გიორგი მარგველაშვილს საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა რწმუნებათა სიგელები გადასცა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა პირმა უნგრელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა განიხილეს.
„ახლად დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორია ჰორვატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.