გარდაიცვალა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, ირინა ევტუშენკო. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ უმაღლეს სასწავლებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეან-გინეკოლოგიის კათედრაზე დაკავებული იყო სამეცნიერო-სტუდენტურ წრეში, გამოდიოდა სიტყვებით სამეცნიერო-სტუდენტურ კონფერენციებზე.
ევტუშენკო მე-6 მოწვევის დუმის დეპუტატი 2016 წელს მმართველი პარტიის „Единая Россия“-ს პარტიული სიით გახდა. იგი სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი იყო.
ირინა ევტუშენკო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.