ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა საზეიმოდ გაიხსნა
13-09-2017, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ქ. ჩენგდუში 2017 წლის 12-15 სექტემბერს იმართება და მსოფლიოს 150 ქვეყნის 1500-მდე დელეგატი ესწრება.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ, ჩინეთის რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ჯინძაომ, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორმა იუნ ლიმ და ქ. ჩენგდუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლუ ციანმა.

 


„საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ ასამბლეაზე მაღალი დონის სტუმრობით, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ ინტერესს.

 


გენერალური ასამბლეის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება 22-ე სესიის გახსნას და სიტყვით გამოვა მაღალი დონის სეგმენტზე.

 


UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით. როგორც ცნობილია, ამ პოსტზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე“, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი