მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
13-09-2017, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში.

 


ღონისძიებაზე, რომელიც, ჩინეთის ქ. ჩენგდუში საზეიმოდ გაიხსნა, ჩინეთის მხრიდან გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერმა ვან იანგმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სქართველოს ვიცე პრემიერმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერთან ვან იანგთან და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გენერალური ასამბლეის მასპინძლობისთვის.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს UNWTO-ს სესიის მონაწილებს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით მიმართავს, სადაც ყურადღებას გაამახვილებს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებაში ტურიზმის ინდუსტიის მნიშვნელობასა და საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმატებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ხეების დარგვის ცერემონიაში.

 

 

„როგორც ცნობილია UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებშო ორგანიზაციის გენერალური მდივანი უნდა დაამტკიცონ. როგორც ცნობილია ამ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. კანდიდატურა გენერალურმა ასაბლეამ ხვალ უნდა დაამტკიცოს“, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მსოფლიო ტურისმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი