საქართველოს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, 12 სექტემბერს, კოპენჰაგენში განლაგებულ გაეროს ქალაქში (UN City) გაიხსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ერთობლივი პროექტი - ფოტო-გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ დანიის ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, აგრეთვე დანიაში მცხოვრები ქართველები.
ექსპოზიცია „50 ქალი საქართველოდან" ეძღვნება IXX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ფოტოსურათებთან ერთად გამოფენა საარქივო - ბიოგრაფიულ მასალასაც აერთიანებს და უნიკალურ ინფორმაციას მოგვითხრობს 50 გამოჩენილი ქართველი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მათივე ცნობით, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სკანდინავიის ოფისის ხელმძღვანელი, ასგერ რილი.
„გამოსვლაში, ელჩმა საქართველოს ისტორიაში ქალთა როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ქართული ცნობიერებისთვის სრულიად ორგანულია. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, რომლებიც გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოფხვრისკენაა მიმართული
ექსპოზიციის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.
ფოტო-გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ დათვალიერება გაეროს ქალაქის ცენტრალურ დარბაზში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 11 რეგიონული ოფისის 1500-ზე მეტ თანამშრომელს და UN City-ს სტუმრებს მომავალი 8 დღის განმავლობაში - 20 სექტემბრამდე შეეძლებათ“, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.