ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
გამგეობის ცნობით, პროექტის შესაბამისად იცვლება ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, კეთილმოეწყობა ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი, ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, პროექტი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 3 საბავშვო ბაღი“, აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.