საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმას დაესწრო. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ტაძარი გახდება სიმბოლო ქვეყნის გაერთიანების.
"ეს არის მართლაც საოცარი დღე, დიდებული საქმეა, ვინადიან ამ ტაძარს აშენებს მთელი ერი. რა თქმა უნდა არის ჩვენი პატრიარქის ინიციატივა, მისი ლოცვა-კურთხევით მართლაც საოცრად, სასწაულებრივად შენდება ეს ტაძარი. მე მინდა ბატონი პაატა ბურჭულაძის სიტყვები გავიმეორო - "თავისით შენდება ეს მართლაც დიდებული ტაძარი". მე მჯერა, რომ ეს გახდება სიმბოლო ჩვენი ერის გამთლიანების, გაერთიანების", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პაატაა ბურჭულაძეს.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პაატას მთელი მთავრობის სახელით. დარწმუნებული ვარ, მას ერი დაუფასებს ამ დიდ საქმეს. დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ საქმეში", -განაცხადა პრემიერმა.
გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით დასრულდა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კონსტრუქციის აგება. ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. 2012 წელს საძირკველი გაიჭრა და მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს საძრკველი დასრულდა და მშენელობის მეორე ეტაპი, კედლების ამოყვანის პროცესი გაგრძელდა. 2015 წლის 26 აპრილს კი ტაძრის აგება და გუმბათის მშენებლობა დასრულდება. როგორც ფონდში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და ტაძრის კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი და ზეთისხილის ბაღი გაშენდა.
პრემიერი მახათას მთაზე შვილებთან ერთად მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილიმა დღესვე ზეთისხილის ბაღში სიმბოლურად ზეთისხილის ხე დარგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.