თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სამხედრო სფეროში საქართველო-ლატვიის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს.
„ლევან იზორიამ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მან ლატვიის ელჩთან სამხედრო განათლების კუთხით, ასევე ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის დანერგვის პროცესში ლატვიის გამოცდილება გასათვალისწინებელია და უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც აღნიშნულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავს. შეხვედრას ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფს რუდზუროგა დაესწრო“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.