თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე - ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა", საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society -თან ერთად განახორციელა.
„ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა. მოგეხსენებათ, გასული ზამთრის სეზონზე დავნიშნეთ ვერტმფრენის ყოველკვირეული რეისი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებდა. წელსაც აუცილებლად იქნება ასეთივე რეისების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომისთვის, ასევე იმისთვის, რათა ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა, ტურიზმის კუთხით, შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება", განაცხადა პრემიერ მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ მსოფლიო Booking-ის სისტემაში მოხვედრაში დაეხმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.