საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზეტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის ქ. ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის - „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწინებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყვეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს, ასევე მან საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.
საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა“, განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.