საუკუნეების მანძილზე საქართველოს მეფეები, რჩეული ერისკაცები თუ სასულიერო პირები, მუდმივად იყვნენ მოკავშირის ძიებაში ქრისტიანულ სამყაროში და ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქვეყნისთვის და ერისთვის, სწორედ ეს გახლდათ გადარჩენის ერთადერთი გზა! სხვადასხვა დროს, საქართველოდან არაერთი დელეგაცია გაემგზავრა ევროპაში, იქაურ მონარქებთან, რათა მათთან დამყარებული სამოკავშირეო ურთიერთობით დაეცვათ და განემტკიცებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ქრისტიანული სარწმუნოება!.. დასავლეთიდან, იყო დაპირებები, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა ბრძოლის ველზე ქართველები მარტონი ვრჩებოდით, ურიცხვი მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ! ასე გაგრძელდა 1801 წლამდე, როცა სპარსეთის გამანადგურებელი შემოსევის შემდეგ, აოხრებული და დასუსტებული საქართველო, რუსეთის იმპერიამ "საკუთარი მფარველობის ქვეშ შეიერთა"! ასე რომ, დღესაც საქართველოს დასავლეთის მტკიცე გარანტიები ჭირდება, თორემ ისტორია განმეორდება!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.