საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების პრობლემატიკაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, იმ სამშვიდობო კონტრიბუციაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს და აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მომავალშიც განაგრძობს.
„მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს გლობალური უსაფრთხოების საკითხში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობა.
უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა, მაკკეინის ინსტიტუტი - საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ და დისკუსიის ძირითად თემებს რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამ გამოწვევებზე პასუხი წარმოადგენდა“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.