ფლორიდის მოხუცებულთა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ქარიშხალ „ირმას“ გამო რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რვა ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც BBC იუწყება, პოლიციამ ოთხშაბათს 115 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა მოხუცებულთა დაწესებულებიდან, რომლის კონდიცირების სისტემაც შტორმმა გაანადგურა.
ბროვარდის საგრაფოს მერმა, ბარბარა შარიეფმა განაცხადა, რომ სამი ადამიანი ქალაქ ჰოლივუდში, სამკურნალო დაწესებულებაში მკვდარი იპოვეს, ორი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი სამი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
ქარიშხალ „ირმას“ თავსდატყდომის გამო ფლორიდაში, ჯორჯიაში და ორივე კაროლინაში ათი მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შტორმი - რომელმაც შეერთებულ შტატებში ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდას კვირას დაატყდა თავს, როგორც მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი, მაგრამ ორშაბათს ტროპიკულ ქარიშხლამდე შესუსტდა. მანამდე კი „ირმამ“ კარიბის კუნძულებს გადაუარა და დაახლოებით 40 ადამიანი შეიწირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.