აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სპოკანის ერთ-ერთ სკოლაში სროლებს ჰქონდა ადგილი, ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა, განაცხადა ქალაქის შერიფმა.
„ფრიმანის სკოლაში სროლები მოხდა. დაწყებითი და საშუალო სკოლა დაკეტილია. ადგილზე პოლიცია და ექიმები იმყოფებიან“, აღნიშნულია სპოკანის შერიფის „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაში.
შერიფის თქმით, პოლიცია შენობას ამოწმებს.
„ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება. გთხოვთ, გაეცალოთ ამ რაიონს“, ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაშავებულია 6 ადამიანი.

სულ ახლახან სკოლის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლამ განაახლა მუშაობა. ერთ-ერთი მოსწავლე კი ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ცეცხლსასროლო იარაღიდან სულ მცირე 4 გასროლა მოხდა.
ბოლო ინფორმაციით, მოკლულია 1 და დაჭრილია სამი ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.