თურქეთის ელჩი „სარფში“ შექმნილ შეფერხებაზე: ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს
14-09-2017, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუმრუქჩუმ განაცხადა, 30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად და „ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს".

 

 

„ახლა აქტიური სეზონია. დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს კვეთენ. 30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად, ამიტომ, სამწუხაროდ, გამტარუნარიანობა ყოველთვის შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს. ახლა ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები,” განაცხადა გუმრუქჩუმ „რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი