ორფოლოს პოლიგონზე და ქალაქ ახალციხეში, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეჯიბრებები მკლავჭიდში, ბაგირის გადაწევაში და მინი-ფეხბურთში გაიმართა, ასევე, 3.2 კილომეტრიანი მარათონიც გაიმართა. გარბენმა სტარტი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრიდან აიღო და რაბათის ციხე-სიმაგრეზე დასრულდა.
„გამარჯვებულ სამხედროებს და სამოქალაქოებს საპრიზო ადგილების მიხედვით შესაბამისი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. სპორტულ-კულტურული ღონისძიების ბოლოს, რაბათის ციხე-სიმაგრეზე კონცერტიც გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მომღერლებმა, ქორეოგრაფიულმა და სამეჯლისო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით ორფოლოს პოლიგონზე და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
წვრთნებში შვიდი ქვეყნის 1500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა და სწავლება სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. „Agile Spirit 2017“ 11 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.