საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დღეს დახურულ შეხვედრას გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღეს „პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრაზე განვიხილავთ კონსენსუსის ყველა შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება თან ახლდეს კონსტიტუციის მიღებას".
„თავისთავად, პრეზიდენტის მიერ მიღებულ ინიციატივაში კონსენსუსი უკვე დაშვებულია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონს დავუმატოთ ძირითადი შეთანხმებული საკითხები. სწორედ ამ შეთანხმების შესაძლებლობებზე ვიმსჯელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია და არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუცია მიღებულ იქნას მხოლოდ ერთი პარტიის გადაწყვეტილებით. ეს არის ბოლო შესაძლებლობა, ბოლო მცდელობა და ბოლო შეთავაზება მმართველი გუნდისთვის, რომ ნამდვილად არსებობს კონსენსუსის რესურსი. მთავარია ეს შესაძლებლობა იქნას გამოყენებული, რათა არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით”, განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.