საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაისს შეხვდა
14-09-2017, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაისს შეხვდა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

 

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი”, აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

 

 

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილის, კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყვას.

 

 

„საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით და ასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან“, აღნიშნა დევიდ პრაისმა.

 

 

კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

 

 

„როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა. ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით“, განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

 

 

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძრვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი