ცილისწამებისა და დისკრედიტაციის საქმეზე მსახიობ რებელ ვილსონს 3.6 მილიონი აშშ დოლარი (4.6 ავსტრალიური დოლარი) გადაუხადეს, რაც ავსტრალიის სამართლებრივ ისტორიაში ანალოგიურ საქმეზე ყველაზე მაღალი თანხაა.
ვილსონმა წარმატებით დაამტკიცა, რომ ჟურნალის სტატიებში მას პერიოდულად არასწორად წარმოაჩენდნენ როგორც მატყუარას.
BBC-ის ცნობით, ივნისში ავსტრალიელმა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ვარსკვლავს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სტატიებმა მის ჰოლივუდურ კარიერას საფრთხე შეუქმნა. მან განაცხადა, რომ ის ამ ფულს გასცემს.
ბაუერ მედია ყოველთვის უარყოფდა, რომ სტატიები ვინმეს ცილს სწამებდნენ და რეპუტაციას ულახავდნენ.
მოსამართლე ჯონ დიქსონმა ვიქტორიის უზენაეს სასამართლოს განუცხადა, რომ ცილისწამების საქმე „ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო“ იყო, რადგანაც მან საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა.
მან ოთხშაბათს განაცხადა: „ამ ცილისწამებამ ვილსონის სამსახიობო რეპუტაცია შეარყია“.
რებელ ვილსონმა განაცხადა: „მოსამართლემ აღნიშნა, რომ მე მაღალი რეპუტაციით ვსარგებლობ და ჩემთვის მიყენებული ზიანი აშკარაა“.
მსახიობმა დაამატა: „ეს ფულს არ ეხება. მიღებულ ფულს ავსტრალიის ფილმების ინდუსტრიას და საქველმოქმედო ფონდებს შევწირავ“.
ვილსონი სასამართლოში სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა და ექვსი დღე მოწმისთვის განკუთვნილ ადგილას გაატარა.
მან განაცხადა, რომ ჟურნალში მასზე რვა სტატია დაიბეჭდა, სადაც მას მატყუარა უწოდეს და ამის გამო ორი მომავალი ფილმი დაკარგა.
ექვსი ქალისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა გუნდმა უარყო ბაუერის ჟურნალის არგუმენტები, რომ მისი სტატიები მნიშვნელოვანწილად მართალი, ჩვეულებრივი იყო და არ მოუხდენია გავლენა ვილსონის კარიერაზე. სამოქალაქო საქმეების განხილვისას ვიქტორიაში 12-კაციანი ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი არ არის საჭირო და 6-კაციანი მსაჯულთა გუნდი საკმარისია.
ვილსონის თქმით, ვერდიქტმა ტაბლოიდური მედიის „საზიზღარი და სამარცხვინო“ საქციელი გამოამჟღავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.