ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ
14-09-2017, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

 


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესმენმა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

 


მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

 

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი იზიარებს საერთო მიზანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დატოვებას გულისხმობს. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოლიდარობის შესახებ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სოლიდარობა ძალიან ნათელია, საერთოა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სურვილის გვერდით, იყოს დამოუკიდებელი, ევროპული თანამეგობრობისა და ნატოს ფუნქციური წევრი“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერი კონოლიმ.

 


შეხვედრას, ქართული მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი